სამართალი
უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიიყვანენ

1-gigi-sammarTaa1საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. დედაქალაქის მერ გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანენ. ცნობას ამის შესახებ საქართველოს შსს ავრცელებს, რომლის განცხადებასაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა, გასცეს  ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით“.