პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია

1-viziti-polittika2საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. დღეს საქართველოს დელეგაცია  ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ასევე, ფინანსთა სამინისტროსა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ აბდულაჰ  გულისთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეპ თაიიპ ერდოღანთან. დღესვე ბიძინა ივანიშვილი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექს შეხვდება.

ვიზიტის დასასრულ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სახელით ბიძინა ივანიშვილის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართება.