პოლიტიკა
საქინფორმი. 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „აღმოსავლეთპარტნიორობის“ არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო. ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთპარტნიორობის“ ინიციატივაში ჩართული ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობას. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ტრანპორტის საკითხებში სიიმ კალასმა.