უცხოეთი
საქართველო 20 მლნ ევროს მიიღებს

1-evro-ucxსაქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროიტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა 12 თებერვალს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 20 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მომზადების პროცესს მოხმარდება.

ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა 2016 წლამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინსტიტუციონალური განვითარების პროექტებს. ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოში  რეფორმების განხორციელებას სამი ძირითადი – ვაჭრობის, ზედამხედველობისა და საზოგადოებრივი კონტროლის – მიმართულებით.