უცხოეთი
ირანი ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატების კოპირებას ახდენს

1-bespilotniki-ucxსაქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ირანი თავის უპილოტო საფრენ აპარატებს უწინ დაკავებული ამერიკული ნიმუშების საინჟინრო მონაცემებზე დაყრდნობით აწარმოებს. ზოგიერთ მათგანს უკვე წარმატებით იყენებენ ქვეყნის შეიარაღებული ძალები, – ირწმუნება ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“.

შეგახსენებთ, რომ ირანმა დაასრულა შორი რადიუსის მოქმედების საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატის შექმნა, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი.