უცხოეთი
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაცა და უმცირესობაც უარს ამბობს კომპრომისებზე და პარლამენტში რეალური საქმით კი არა, პოლიტიკური ბრძოლითაა დაკავებული მაშინ, როცა მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხები გადაუჭრელი რჩება.
მელიქიანის აზრით, ასეთი სიტუაცია მიმდინარე წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. თავის მხრივ, სწორედ ამ პროცესებმა გამოიწვია ქვეყანაში ვითარების გაუარესება, რის შედეგადაც ხალხმა საპროტესტო აქციების გამართვა და იმ ცვლილებების მოთხოვნა დაიწყო, რის განხორციელებასაც ახალი ხელისუფლება არ ჩქარობს. მელიქიანის თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ არსებული სიტუაციის გაღრმავებამ „ქართული ოცნება“ სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენოს. ამ ფონზე კი მიხეილ სააკაშვილი და მისი ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოდერნიზებას ახდენენ და ახალი ბრძოლისთვის ემზადებიან.