საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: წუხელ ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“ თინათინ ხიდაშელმა განაცხადა: „თუ კიდევ დიდი ხანი არ დაიკითხა გიორგი ღვინიაშვილი, ხვალ და ზეგ მე თვითონ მოვითხოვ პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას“.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ დეპუტატებს არ სურთ პროკურატურაში მისვლა, მაშინ პროკურატურა თავად მივა მათთან პარლამენტში: „თვითონ ამბობენ პროკურატურაში მოსვლაზე უარს. თუ ღვინიაშვილი და სხვა დეპუტატები თავს არიდებენ დაკითხვაზე მოსვლას, პროკურატურა ვერ დაიწყებს პაექრობას და, აქედან გამომდინარე, თავად მივა დასაკითხად პარლამენტში“.
წულუკიანის განმარტებით, პროკურატურა ვალდებულია, საქმე გამოიძიოს, რის გამოც დეპუტატებს რამდენჯერმე ეგზავნებათ დაკითხვაზე მოწვევა, თუმცა, „გამოძიებას სხვა გზა არ რჩება, თუ რამდენიმე მოწვევის შემდეგ დეპუტატები მაინც არ ცხადდებიან დაკითხვაზე, გამოძიება პაექრობას ვერ დაიწყებს და კანონით დადგენილი წესებით იმოქმედებს“.
ცნობისათვის: საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ღვინიაშვილი, კახეთის ყოფილი გუბერნატორი, 2004-2008 წლებში თბილისის პროკურორი იყო. ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს, პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა და თბილისის პროკურატურა.