სამართალი
არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე

1-arasrulwlov-samarTallll2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროს ირაკლი კორძაია მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, „2010-2012 წლებში არასრულწლოვანთა  დაწესებულებაში პატიმრებს სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე  თანამშრომელი  ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა,  დაფიქსირებულია  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიც“.

კორძაიას თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა რამაზ კაკუშაძემ, დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორმა დიმიტრი ხარაბაძემ, №15 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა თამაზ ჯაჭვაძემ და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ხუხიამ დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინეს.

ირაკლი კორძაიას განცხადებით, აღნიშნული პირების წინააღმდეგ ჩვენება 21-მა მსჯავრდებულმა მისცა. ამჟამად ისინი სამსახურიდან დათხოვილი არიან, დასკვნა კი გადაეცა მთავარ პროკურატურას გამოძიების მიზნით.