პოლიტიკა
ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 აგვისტოს №596 ბრძანებულებაში

1-brZaneb-politika1საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 თებერვლით დათარიღებული №75 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ცვლილება შედის „ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 5 აგვისტოს №596 ბრძანებულებაში და აღნიშნულ დებულებას ემატება მე-10 მუხლი, სადაც ვკითხულობთ:

„მუხლი 10. დასკვნა-რეპორტი – სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებული, საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტი, ხელმისაწვდომი და საჯაროა და მისი გავრცელება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისათვის.“

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“

საუბარია კომისიაზე, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2010 წელს შეიქმნა და დაევალა დასკვნა-რეპორტის მომზადება, სადაც სრულად უნდა აღწერილიყო საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტები. დასკვნის წარდგენის ბოლო ვადად 2010 წლის 5 აგვისტო დადგინდა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ცნობით, კომისიის, რომელმაც საქმიანობა 2010 წლის 24 აგვისტოს დაასრულა, მიერ მომზადებული დასკვნა კულტურის სამინისტროს გადაეცა.

აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროება აქამდე არ მომხდარა.