აქტუალური
მოძრაობა „პატრიოტები“: „კურტანიძე საფრთხეს უქმნის პოლიციის მომავალ კომპეტენტურობას“

1-mimartva-aqtuaa2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 12 თებერვალს, ღამით, მოძრაობა „პატრიოტებმა“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელეს მიმართვა საქართველოს შს მინისტრისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს პოლიციის აკადემიის პრორექტორის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული ქმედებები იძლევიან მყარ საფუძველს განვაცხადოთ რომ ლუკა კურტანიძე არ შეიძლება იკავებდეს რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობას, განსაკუთრებით პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობას, ვინაიდან მას ამ შემთხვევაში პირდაპირი შეხება აქვს პოლიციის მომავალ თანამშრომლებთან, იმ ადამიანებთან, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის მშვიდობა და წესრიგი უნდა უზრუნველყონ და მისი მენტალიტეტიდან და ქმედებიდან გამომდინარე ის საფრთხეს უქმნის ქართული პოლიციის მომავალ კომპეტენტურობას, მუშაობის მაღალ ხარისხსა და ავტორიტეტს.

ადამიანი, რომელიც მუდამ გამოხატავს აგრესიასა და სიძულვილს, არის კონფლიკტური და აშკარად მიკერძოებული არ შეიძლება იყოს პოლიციის აკადემიის პრორექტორი ან საერთოდ მუშაობდეს რაიმე მნიშვნელოვან და ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

აქედან გამომდინარე მოვითხოვთ მიიღოთ მართებული და სწორი გადაწყვეტილება და გაანთავისუფლოთ ლუკა კურტანიძე მის მიერ დაკავებული (პოლიციის აკადემიის პრორექტორი) თანამდებობიდან.

მოძრაობა „პატრიოტები“

მიმართვას უერთდებიან:

ახალი ხედვა საქართველო

უსაფრთხოება თავისუფლებისათვის

ქალთა ეროვნული კავშირი

თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი

ამ მიმართვას ხელს ვაწერთ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები.

12.02.2013.“

რედაქციისაგან: ზემოაღნიშნულ მიმართვაზე ხელმოწერები ამ წუთამდეც გრძელდება. ამ დროისათვის პოსტს 54 მოწონება აქვს და 44-ჯერ არის გაზიარებული.