უცხოეთი
პუტინმა ჩინოვნიკთა უცხოური ანგარიშების აკრძალვის კანონპროექტი შეიტანა

1-zakonoproekt-ucxსაქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ჩინოვნიკებს უცხოურ ბანკებში ფულის შენახვას უკრძალავს. შეზღუდვა ეხება პირებს, რომლებსაც რფ-სა და მის სუბიექტებში სახელმწიფო პოსტები უკავიათ. ასევე, ფედერალურ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ამ თანამდებობებზე პრეზიდენტი, მთავრობა ან გენპროკურორი ნიშნავს. აკრძალვა ვრცელდება რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებზეც. დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ცვლილებებს კანონპროექტში თებერვლის ბოლომდე შეიტანენ.

უფრო ადრე სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა სხვა შეზღუდვების განხილვის წინადადებაც წამოაყენეს, კერძოდ, ჩინოვნიკთა შვილებისათვის უცხოეთში სწავლის აკრძალვისა და, ასევე, იმ ქვეყნების სიისა, სადაც უძრავი ქონების ფლობა ნებადართული იქნებოდა.

კანონპროექტი, რომლის მიზანსაც ჩინოვნიკთა მიერ უცხოეთში აქტივების შეძენასთან ბრძოლა წარმოადგენს, სახელმწიფო და სამხედრო მოხელეებს უცხოეთში ქონების ფლობას უკრძალავს, კანონის დარღვევა კი 5-დან 10 მლნ რუბლამდე ჯარიმას და თავისუფლების 5 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.