უცხოეთი
საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ნატო გმობს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვულ გამოცდას და აცხადებს, რომ ის საერთაშორისო სტაბილურობას ემუქრება. კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ სამშაბათს გამოაქვეყნა ცნობა წარმატებული მიწისქვეშა ბირთვული გამოცდის – დიდი დამანგრეველი ძალის „მსუბუქი და კომპაქტური“ ბომბის აფეთქების თაობაზე.