სამართალი
მარიამ არაქელოვას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს

1-araqelova-samarTaliსაქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ის მიერ გავრცელებული ცნობით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა  1986 წელს დაბადებული სერგო მ. დააკავეს.

ბრალდებულმა 2013 წლის 1 თებერვალს, თბილისში, გ. ათონელის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოს კიბის  ქვეშ, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში დანით  სასიკვდილოდ დაჭრა ამავე სახლში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული მარიამ არაქელოვა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც, სერგო მ-მ იმავე დანით  სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.

დაკავებული ამ დრომდე თბილისის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში  პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სერგო მ.  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა)  აწარმოებს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.