შაშიაშვილის პოზიცია სააკაშვილ-უსუფაშვილის ერთობლივი ბრიფინგიდან გამომდინარე
საქართველო, 12 თებერვალი,
საქინფორმი. მოძრაობა
„თეთრების“ ლიდერმა
თემურ შაშიაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე შეაფასა სააკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდგომი ერთობლივი ბრიფინგის შედეგები:
„ვინც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგი და მოლაპარაკება შეიძლება, ან იძულებულია, ეს გააკეთოს უცხოეთის ზეწოლის გამო, ან საერთოდ დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა, ერთიც და მეორეც, საქართველოსთვის მიუღებელია.
მიხეილ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი, ქვეყნისთვის საშიში პიროვნება. მისი თავხედობის და ავანტიურის მოთმენა ქვეყნის ღალატის ტოლფასი ხდება, თუ უკვე არ გახდა.
პირდაპირ ვამბობ: თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა, საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება. ნუ შევწირავთ საქართველოს მომავალს ძალაუფლების მოყვარულ ხარბ და თვითმარქვია კაცს...“ – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.