საზოგადოება
ევროკავშირის მხრიდან დიალოგში მონაწილეობენ ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში სიიმ კალასი. „აღმოსავლეთპარტნიორობის“ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვევიან ინიციატივაში ჩართული ყველა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები.
საქართველოში დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრა, „აღმოსავლეთპარტნიორობის” შემდგომი განვითარების საკითხებთან ერთად, მოიცავს ტრანსპორტის სფეროში დიალოგის ელემენტებსაც.
ცნობისათვის: „აღმოსავლეთპარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის პირველი შეხვედრა 2012 წლის 5 ივნისს ქ. კიშინიოვში გაიმართა.