სამართალი
დაკითხვის დაწყებამდე ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, როგორ გამოიძახოს დაკითხვაზე თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსები, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები, არამედ იზრუნოს სამუშაოდ ადგილების შექმნასა და მოქალაქეების დასაქმებაზე.
„შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, არა 750, არამედ 750 000 ადამიანს დავასაქმებდით, რადგან უამრავი პრობლემა მოეხსნებოდა ამით ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.