აქტუალური
თავდაცვის სამინისტრო: „მინისტრის ხედვა“

1-Tavdacva-aqtuaa2საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი აქვს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2013-2014 წლისათვისმინისტრის ხედვა სამოქალაქო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას წარუდგინა.

დოკუმენტში თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებია გაწერილი. „მინისტრის ხედვა“ გასული წლების გამოცდილებას, არსებული საფრთხეებისა და საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.

 

დოკუმენტის თანახმად, 2013-2014 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება: გამჭვირვალობის გაზრდა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება; თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება; ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების განმტკიცება; ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

 

მომავალი ორი წლის განმავლობაში ეფექტიანი, მობილური, თანამედროვე და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხედვა, რათა ისინი მზად იყვნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა განათლებას, წვრთნას, კარიერის მართვასა და სოციალურ დაცვას.

ჩვენს სისტემაში დანერგილი იქნება გამჭვირვალობა, რათა საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე უფრო ეფექტური იყოს. უკვე გავზარდეთ ხელფასები სამხედრო მოსამსახურეებზე ავღანეთში. ასევე, 1 თებერვლიდან ხელფასები 25%-ით გაეზარდათ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების 89%-. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეიქმნა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რათა თავდაცვის რეფორმირების პროცესში ეფექტურად ჩავრთოთ საზოგადოება. ის სისტემა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, უზრუნველყოფს ეტაპობრივად სრულად გადასვლას პროფესიულ ჯარზე. ეს იქნება ძალიან დიდი წინსვლა თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში და ჩვენი ნატოსთან თავსებადობის კუთხით. ვისაუბრეთ, ასევე, ჩვენს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე, პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის დეკლარირებულ ხედვაზე.

ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში და თავდაცვის სამინისტრო თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით და დინამიკით წინსვლაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.