პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა პარლამენტის ახალ და ყოფილ თავმჯდომარეებთან

1-Sexvedra-politika1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა პრეზიდენტის სასახლეში. შეხვედრის შემდგომ მონაწილე მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომელზე გაკეთებული განცხადებებიც დებატებში გადაიზარდა. თუმცა, უსუფაშვილის მითითების შემდგომ, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება არ შეესაბამებოდა პრესკონფერენციის თემას, სააკაშვილმა მას ბოდიში მოუხადა.

პრეზიდენტმა გაიხსენა 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი დაგეგმილი მიმართვის წინ მომხდარი ფაქტი და აღნიშნა, რომ საქართველოს ოპოზიციის, პრაქტიკულად, მთელი ხელმძღვანელობის მასობრივი ეგზეკუცია მოხდა არა ხალხის, არამედ ციხიდან გამოშვებული კრიმინალთა ბანდის მიერ.

ვფიქრობ, ყველანი დაინტერესებული ვართ იმით, რომ ეს აღარ განმეორდეს და დისკუსიამ პარლამენტის კედლებში გადაინაცვლოს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო აღარასდროს უნდა მივიდეს იმ ზღვარზე, რომელშიც 90-იან წლებში იყო. ეს არის პრეზიდენტის გუნდის მოსაზრება. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით, რადგან მათ საკუთრი პოზიცია აქვ, მაგრამ ვფიქრობ, დისკუსია კვლავაც გაგრძელდება.

პრეზიდენტის განმარტებით, მთავარია, შეთანხმდნენ, რომ დიალოგის რეჟიმით თემები ისევ უნდა გაგრძელდეს.

როგორც თავად აღნიშნა, საკითხი, რომელსაც სვამს საპარლამენტო უმცირესობა და რომელიც მეც ძალიან მაღელვებს, არის ის, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში, როგორც რეგიონალიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

მეორე არის ის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია კონსტიტუციურად იყოს დაფიქსირებული. პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში ვერავინ ვეღარ უნდა შეგვათრიოს და ვერავინ ვერ უნდა ჩამოგვაშოროს ევროპასა და ევროატლანტიკურ კურსს.

მესამე საკითხი, ბუნებრივია, შეეხება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. უნდა შეიქმნას დაცვის ისეთი მექანიზმი, რომ მომავალშიც ვერავინ შეცვალოს და ვერ გააუქმოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. აქვე მინდ, ვთქვა, ასეთი ცვლილება არ არის შემოტანილი, თუმცა, გახმოვანდა, რომ შესაძლებელია, შემოიტანონ.

საბოლოოდ, პრეზიდენტის განცხადებით, ვფიქრობ, შეხვედრა მეტად საქმიანი იყო“.