აქტუალური
არასაპარლამენტო პარტიების ერთობლივი განცხადება

1-gancxad-aqtuaa1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. არასაპარლამენტო პარტიები – ახალი მემარჯვენეები“, ევროპელი დემოკრატები“, თავისუფალი საქართველო“, „სამართლიანი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – ერთობლივ განცხადებას აკეთებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუს სახელზე, სადაც საუბარია კომისიის შექმნაზე, რომელიც განიხილავს საარჩევნო, საკონსტიტუციო და სხვა ორგანულ კანონებში ცვლილებებს და რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც.

განცხადების თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულია კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, ინიცირებულია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების რამდენიმე პროექტი. მზადდება კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის ძირეული რეფორმა. წინა წლების გამოცდილებით, ყველა წინა მოწვევის პარლამენტში, კონსტიტუციურ და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით მოქმედებდა სამუშაო ჯგუფი (2006-2007 წლებში – ეუთოს შუამავლობით; 2009- 2010 წლებში – NDI-ს შუამავლობით; 2010 -2011 წლებში – IFES-ის შუამავლობით და ა.შ.), სადაც წინასწარი კონსულტაციების შემდეგ ხდებოდა ცვლილებათა პაკეტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა.

განცხადებაზე ხელმომწერ პარტიებს მიაჩნიათ, რომ მიზანშეწონილია, კვლავ შეიქმნას მსგავსი ფორმატის ჯგუფი (კომისია).