უცხოეთი
აშშ რუსეთს ბირთვული იარაღის შემცირებას სთავაზობს

1-oruzhie-ucxსაქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. აშშ რუსეთს ბირთვული იარაღის ორჯერ შემცირებასა და მხოლოდ ათასამდე ქობინის დატოვებას შესთავაზებს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება.

„კომერსანტის“ ცნობით, აღნიშნული წინადადება მოსკოვში 12 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერის ვიზიტისას გახმიანდება. ბირთვული შეიარაღების შემცირების იდეა ეფუძნება საიდუმლო მოხსენებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა, ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ და აშშ-ის სტრატეგიულმა სარდლობამ მოამზადეს. დოკუმენტს უკვე გაეცნო ბარაკ ობამა. ის აშშ-ის სტრატეგიული ძალებისათვის მიზნების ნუსხას შეიცავს, საიდანაც ამოღებულია ერაყი და სირია, თუმცა, უწინდებურად რჩება ობიექტები რუსეთში, ჩინეთში, ირანსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ასეთ ვითარებაში კი ვაშინგტონისთვის 1000-1100 ქობინი საკმარისია.