აქტუალური
არასამთავრობოების აქცია კანცელარიასთან

1-aqcia-aqtuaa2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს ხელისუფლების ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება მზადდება, რაც იმ პირისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს დაარღვევს, სისხლისსამართლებრივი დევნის ნაცვლად ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.

აქციის მონაწილენი მოითხოვენ, რომ აღნიშნული ცვლილება კანონში არ შევიდეს, რადგან, მათი თქმით, ამ ცვლილებებით რბილდება ის ნორმა, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებდა, რაც, თავის მხრივ,  საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დათმობის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ჩაშლას.

აქციის მონაწილეებს უკვე უპასუხა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და ის პირველი ნაბიჯია საქართველოს დეოკუპაციის გზაზე.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეც იზიარებს მთავრობის პოზიციას. მისი განცხადებით, სპეციალისტთა დასკვნები იძლევა იმის მიჩნევის საფუძველს, რომ ცვლილება სწორად იყო შეტანილი.