პოლიტიკა
ფანჯიკიძე: „საქართველოს ევროპული არჩევანი არის ქართველი ხალხის არჩევანი“

1-fanjikiZe-politikaa3საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ქვეყნის საგარეო კურსი შეიძლება იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ლატვიის სეიმის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ოღონდ მე არ ვარ საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი და ჩემს უფლებამოსილებას აღემატება, ვთქვა, თუ რა შეიძლება იდოს კონსტიტუციაში და რა არა. მაგრამ ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც არის ევროპული და რომელშიც ეჭვი არავის ეპარება, ჩემი აზრით, შეიძლება, იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ამის სპეციალისტი არ ვარ და ჩემ თავზე ვერ ავიღებ იმაზე მეტს, რაც შემიძლია, – აღნიშნა მინისტრმა, რომელიც, ასევე, გამოეხმაურა უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ 14-პუნქტიან ინტერფრაქციულ დოკუმენტს და განაცხადა, რომ ეს ძალიან კარგი სამუშაო დოკუმენტია.

„თუკი კოაბიტაციის სურვილი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“, ნებისმიერ დოკუმენტზე მუშაობა და მსჯელობა შეიძლება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა ნამდვილად მოხდება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.