საზოგადოება
საქართველომ მოსკოვში თანამშრომლობის მოსურნე საწარმოთა სია გაგზავნა

1-bazari-sazogadoeba1საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვში იმ ქართული კომპანიების სრული სია გაგზავნა, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე ღვინისა და მინერალური წყლების შეტანა სურს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, ამ ნუსხაში შემავალი კომპანიები მზად არიან რუსი სპეციალისტების მხრიდან ინსპექტირებისთვის.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 4 თებერვალს რფ-ის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ, ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას რფ-ში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს „წარმატებული“ უწოდა და განაცხადა, რომ „მომავალ კვირას რუს სპეციალისტთა დაახლოებით სამი ჯგუფი საქართველოში იმ ქარხნებს ეწვევა, რომლებმაც უკვე წარმოადგინეს აუცილებელი დოკუმენტები“.

ქართული ღვინის შეტანა რფ-ს ბაზარზე, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, კერძოდ, აპრილ-მაისში დაიწყება.