სამართალი
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ განცხადებას ავრცელებს

1-advokati-samarTali3საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქართველოს ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის პრესცენტრი საქინფორმს ატყობინებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, უფლებადამცველი ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

„არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ გმობს რა ყოველმხრივ ძალადობას, სამოქალაქო საზოგადობას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, პოლიტიკურ ოპოზოციას თუ პოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაგმობილ იქნეს ყოველმხრივი ძალადობა, მათ შორის, „პოლიტიკური პროვოკაციული ძალადობა“. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს ევროპული ინტეგრაციის გზით, ერთხელ და სამუდამოდ დაგმობილ უნდა იქნეს რევოლუციური მოწოდებები – ტენდენციები, ხელისუფლების ძალადობრივად და რევოლუციურად შეცვლის ტენდენციები, რაც ასე მძაფრად ახასიათებდა და ახასიათებს მოძალადე სააკაშვილის აგრესიულ რევანშისტულ რეჟიმის წარმომადგენლებს“.