სამართალი
გურამ დონაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

1-donaZe-samarTali2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ 25-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის №8 საპყრობილე დატოვა. როგორც თავად განაცხადა, ის იმ მასალას მოიძიებს, რომელიც შსს-მ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამეს გაავრცელა.

ჩემ მიმართ წაყენებულ ბრალდებას დეტალურად გავეცნობი. თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ვაპირებ, ყველა კითხვაზე პასუხი გავცე და ვითანამშრომლო გამოძიებასთან. უცხოეთში  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უცხო ენ დასაუფლებლად ვიყავი წასული“, – განაცხადა გურამ დონაძემ.

შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა მადლობა გადაუხადა აჭარის პროკურატურასა და პოლიციის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მისი დაკავება კანონის სრული დაცვით მოხდა, რასაც იგი არ ელოდებოდა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დონაძეს ადვოკატი თურქეთში დახვდა და საქართველოს საზღვარი ერთად გადმოკვეთეს.

ადვოკატ კახა შონიას ცნობით, 15-15-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ შსს-ის ის მაღალჩინოსნებიც გათავისუფლდნენ, რომლებიც დონაძესთან ერთად ბუტა რობაქიძის საქმეში ფიგურირებენ.

მათ ბრალად ედებათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

გამოძიება ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.