აქტუალური
ქართული პროდუქცია „პროდექსპოს“ გამოფენაზე

1-prodeqspo-aqtuaa1საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ატყობინებს, 2013 წლის 11-15 თებერვალს ქ. მოსკოვში, „ექსპოცენტრის“ საგამოფენო ცენტრში, გაიმართება საკვები პროდუქტების, სასმელებისა და რძის ნაწარმის მეოცე საერთაშორისო გამოფენა „პროდექსპო“, რომელზეც 50 სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტებთან ერთად პირველად, 7 წლის შემდეგ,  ქართული ნაწარმიც იქნება წარმოდგენილი.

„პროდექსპოს“ გამოფენის შესაბამის სტენდზე საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის ორგანიზებით ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. რუსეთში უკვე გაგზავნილია ღვინო „ქიმერიონი“, ღვინო „რაჭვული“, კონიაკი „ასკანელი“, ლიმონათი „ლაღი“, ნატურალური წვენები „კულა“, „ეკოფუდის“ წარმოებული სულგუნი და ჩაი „გურიელი.“

გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენას „საქართველოს ექსპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი მაქსიმ სავჩუკი უხელმძღვანელებს.