ორი ალტერნატიული კორიდორი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან
საქართველო, 9 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძემ, 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან მობილიზებული საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ, შენობაში შესასვლელად ორგანიზებული ორი ალტერნატიული კორიდორის შესახებ განცხადება გააკეთა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ კორიდორით არ ისარგებლეს.