სამართალი
შსს-მ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა

1-samarTali-1-mtavariსაქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის დეტექტივების განყოფილებაში, 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს  განხორციელებულ ხულიგნობის ფაქტებთან  დაკავშირებით  გამოძიება დაიწყო.

გამოძიებამ ინციდენტში მონაწილე 10 პირი მოწმის სტატუსით გუშინვე დაკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ  სამართალდამცველებმა 2 პირი – მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები.

სამართალდამცველებმა დღეს, დილით, ის პირიც დააკავეს, ვინც საპარლამენტო უმცირესობის წევრს, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულ გელა მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს.

ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

1-samarTali-1-1 1-samarTali-1-2