უცხოეთი
ბარაკ ობამას „კიბერღილაკი“ ექნება

1-xaker-ucxსაქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ბარაკ ობამას, რომელსაც უკვე აქვს „ბირთვული ღილაკი“, ამიერიდან „კიბერღილაკიც“ ექნება. პრეზიდენტის ბრაძანებულებით, რომელსაც, სავარაუდოდ, 12 თებერვალს, სახელმწიფოს მეთაურის მიერ კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ, მოეწერება ხელი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის გარეშე, კიბერიარაღის გამოყენება აიკრძალება.

ამგვარად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიბერიარაღი, ფაქტობრივად, მასობრივი განადგურების იარაღს გაუთანაბრა.

უახლოეს კვირებში ობამას ადმინისტრაცია დანერგავს წესებს, რომლებიც კიბერშეტევის წინააღმდეგ არმიის პრევენციულ და საპასუხო ზომებს დაარეგულირებს. ამასთან, ისინი მოახდენენ დაზვერვის მუშაობის რეგლამენტირებას კომპიუტერული ქსელების შესახებ მონაცემთა შეგროვებაზე იმის გამოსარკვევად, ხომ არ მზადდება იქიდან კიბერშეტევა.

ახალი სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურმა სიტუაციაზე სრული კონტროლი მიიღო.