საზოგადოება
შაშიაშვილი: „ეს არის ღირსების შეკრება“

1-quTaisiსაქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. კოალიცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენელთა აზრით, პრეზიდენტი ქუთაისის პარლამენტში მაინც მივა. ამიტომ ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ.

აქციის მონაწილენი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა 20 იანვარს ამოიწურა, როდესაც მისი ინაუგურაციიდან 5 წელი გავიდა.

საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამისათვის აქვს მას ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მარტივი გადაწყვეტილების უნარი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოიყენოს საკონსტიტუციო კანონმდებლობა და სააკაშვილს მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შესახებ დადგენილება გამოუტანოს. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე გადაიბარებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და კონსტიტუციის მიხედვით, ოქტომბრის თვეში, დაველოდებით პრეზიდენტის არჩევნებს“, –განაცხადა კოალიციის ლიდერმა დავით ანდღულაძემ.

პოლიტიკური პარტია „თეთრების“ლიდერ თემურ შაშიაშვილის თქმით, ისინი არანაირ აქცია არ ატარებენ.

„ჩვენ არავითარ აქციებს არ ვატარებთ, არც მიტინგებს და არც აქციებს, ეს არის ღირსების შეკრება. ქართველ კაცს აქვს ღირსება, იგი იცავს კონსტიტუციას. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. გავიდა 5 წელი. ის პრეზიდენტი აღარ არის. ჩვენ კონსტიტუციაზე ზემოთ არავინ არ უნდა დავაყენოთ. სააკაშვილი არის თვითმარქვია პრეზიდენტი და იგი უნდა დასრულდეს!“ – აცხადებს შაშიაშვილი.