საზოგადოება
გავრცელებული ცნობებით, ამჟამად ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 30-მდე პოლიტპატიმარია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ სააკაშვილს შენობაში არ შეუშვებენ, რადგან იგი ვადაგასული პრეზიდენტია და უფლება არ აქვს, საზოგადოებას მიმართოს. ისინი, ასევე, მოითხოვენ, პრეზიდენტმა პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
სააგენტო „news.ge”-ს მიერ გავრცელებული ცნობით კი, პოლიტპატიმრებს მალე შეუერთდებიან მოქალაქეები, რომლებიც ბიბლიოთეკის შენობასთან კვერცხებსა და ცოცხებს მიიტანენ.
ამ დროისათვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის გამოსვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.