„სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ“
საქართველო, 8 თებერვალი,
საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამხედრო მომსამსახურეებმა საქართველოს მხრიდან ამოუცნობი საფრენი აპარატების მიერ რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევა დააფიქსირეს. ამის შესახებ, რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით,
საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.
„სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი საფრენი აპარატი, რომელიც ამიერიდან რესპუბლიკის საჰაერო საზღვრებს დაარღვევს, გაფრთხილების გარეშე განადგურდება!“ – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.