ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, წყალტუბოს, საჩხერის, ჭიათურის რაიონებისა და ქუთაისის მოსახლეობაში ყველაზე დიდი დაინტერესება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია. მოქალაქეების კითხვები ძირითადად სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებს, ანაზღაურებასა და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედროების აღდგენის საკითხებს შეეხო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე მსახურების სურვილი გამოთქვეს სამხედრო სამსახურში უკვე მყოფმა პირებმაც.
საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებმა პროფესიული სამხედრო სამსახურით დაინტერესებული ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბროშურები და ჟურნალები გადასცეს.
რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია პარალელურად კახეთის რეგიონშიც მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში, წნორში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, გურჯაანსა და საგარეჯოში.
პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. აქციაში ჩართული არიან საკალათბურთო კლუბ „არმიის“ მოთამაშეებიც.