რედაქტორისგან
საქართველო, თბილისი, გასული საუკუნის 80-იანი წლები. ინტელიგენტური გარეგნობის ყმაწვილი, სავარაუდოდ, გვარად სააკაშვილი, ახალი „ვოლგის“ ფრთაზე უდარდელად მიყრდნობილ ულვაშიან მამაკაცთან მივიდა, რომელიც ათმანეთიანების სქელ დასტას თვლის, და ეკითხება:
– მაპატიეთ, გეთაყვა, ვერ მეტყვით, საჯარო ბიბლიოთეკასთან როგორ მივიდე?
მამაკაცმა თავი აწია, ყმაწვილს შემფასებლური თვალით ახედ–დახედა და უპასუხა:– მომისმინე, ბიჭო, საქმეს მიხედე, საქმეს!
საქართველო, თბილისი, 2013 წლის 8 თებერვალი. მოქალაქეს, გვარად სააკაშვილს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობისას ხელისუფლება საროსკიპო სახლად აქცია, არ უშვებენ მის მიერვე აშენებულ პარლამენტში და ის გამოდის საჯარო ბიბლიოთეკაში...
მომისმინე, მიშაჯან, საქმეს მიხედე, საქმეს!