აქტუალური
ანეკდოტი ვანოსგან

1-anons-anekdottსაქართველო, თბილისი, 2013 წლის 8 თებერვალი. ექს-მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მიიღო წერილი, სადაც წერია:

„ღრმად პატივცემულო ბატონო ვანო! რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამოსვლისას თქვენ განაცხადეთ, რომ ამ მთავრობას 4 წელს ვერ დაელოდებით და როგორც კი გავა ზამთარი, დაიწყებდით ქუჩის აქციებს, ახლა კი დაკავებული ხართ სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებითა და ხალხის გადაბირებით.

ზუსტად ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ:

– ბატონო ვანო, მინდა გადავბირდე. რა არის ამისთვის საჭირო „ფსიქოს“ ცნობის გარდა?

– მართალია, რომ თითოეულ გადაბირებულს თქვენ „დესეტ ტისჩის“ უხდით?

– სად მდებარეობს გადაბირების პუნქტები – მარტო „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, აეროპორტის ტრასაზე, თუ თქვენს მშობლიურ რეგიონშიც?

ველი პასუხს,

თქვენი თანამემამულე ჯავახკიდან ვახტანგ ჩახალიანი