უცხოეთი
სერბეთისა და კოსოვოს პრეზიდენტებმა პირველი მოლაპარაკებები გამართეს

1-prezidenti-ucxსაქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა და კოსოვოს მეთაურმა ატიფეტე იაჰიაგამ, ავტონომიის გამოცხადებიდან (2008 წ.) პირველად გამართეს უმაღლესი დონის მოლაპარაკებები. შეხვედრა გაიმართა ოთხშაბათს, 6 თებერვალს, ბრიუსელში. მოლაპარაკებებში შუამავალ მხარეს წარმოადგენდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უცხოეთის საქმეებში ქეთრინ ეშტონი.

მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხო სერბეთისა და კოსოვოს ხელისუფალთა თანაშრომლობას, კერძოდ, ისინი შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრან კონფლიქტი ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს სერბები წარმოადგენენ. ქეთრინ ეშტონმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე პატივს სცემს და მხარს უჭერს ევროკავშირის ძალისხმევას კოსოვოში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით.