სამართალი
ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში

1-zaqareisvili-samarTali3საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. დღევანდელ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც კანონის მოქმედ რედაქციაში ზოგიერთი პოზიცია გადაიხედება.

როგორც სხდომის შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, „მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ეხება. კერძოდ, თუ ადამიანზე, რომელიც დაარღვევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს, თავიდანვე ვრცელდება სისხლის სამართლის დევნა, ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტით, შემოგვაქვს ნორმა, რომლითაც თავდაპირველად პირის ადმინისტრაციული წესით დასჯა მოხდება. დანაშაულისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება მაშინ, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა განმეორდება“, - აღნიშნა მინისტრმა.