საზოგადოება
ონიშჩენკო: „საქართველო საწარმოთა სიის დამტკიცებას არ ჩქარობს“

1-rocpotrebnadzorსაქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოს აცნობა, რომ მზადაა იმ სამი ათეული საწარმოს დასათვალიერებლად, რომლებიც რფ-ის ბაზარზე ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდებას გეგმავენ, თუმცა, თბილისიდან პასუხი არ მიუღია.

ონიშჩენკოს თქმით,  მათ მიერ თბილისისთვის გადაცემულ სიაში, რომელზეც პასუხი ჯერ არ ჩანს, 30 ქართული საწარმოა, სადაც „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტები ჩასასვლელად მზად არიან. რფ-ის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის განმარტებით, ეს საწარმოები 2008 წლიდან აგზავნიდნენ „როსპოტრებნადზორში“ რფ-ის ბაზარზე ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდების მზაობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

„ვეუბნებოდით, რომ მათი დოკუმენტები გვაკმაყოფილებდა, თუმცა, გვინდოდა, გვენახა, რა ხდებოდა სინამდვილეში. საქართველოს მხარე ჯერჯერობით დუმს. იქნებ საერთოდაც არ უნდათ, რომ მათ საწარმოებს ვესტუმროთ. რა გაეწყობა, არ უნდათ, ნუ უნდათ“, – განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა.