აქტუალური
ჩინური კვარტალი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე...

1-Cinuri-საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურია გუშინდელ პრესკონფერენციაზე მთავრობის 100 დღის მუშაობა დადებითად შეაფასა. მან ხელისუფლებას მისი პარტიის მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმა და უმაღლესი განათლების უფასო სექტორის პროექტი შესთავაზა.

ამასთან, ბაღათურიამ ისაუბრა მიგრაციის კანონთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ქვეყანაში მიგრაციის მასშტაბები და აღნიშნა იმ საშიშროების შესახებ, რაც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 127 000 ჩინელის ჩამოსახლებას მოჰყვება – ინფრასტრუქტურის შეცვლა, მიგრანტთა მიერ შრომითი ბაზრიდან ქართველების გამოდევნა და სხვ.

მან ჟურნალისტებს შესაბამისი ვიდეომასალაც წარუდგინა, რომელზეც თბილისის ზღვაზე ჩინური დასახლების პროექტი და მის შესახებ სარეკლამო რგოლია ასახული, რომელიც ჩინეთის ტელევიზიებში უკვე გადის და ჩინელ მიგრანტებს საქართველოსკენ უბიძგებს.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, წინა ხელისუფლებამ 2012 წელს ჩინურ მხარესთან ფარული ხელშეკრულება გააფორმა. ქართველ ხელისუფალთა შეხვედრების ფოტომასალა ამ ვიდეორგოლზე კარგადაა წარმოჩენილი.