სამართალი
„კანონიერი ქურდის“ ძმა, ასევე, ირწმუნება, რომ მოსკოვში ქურდული სამყაროს „პატრიარქის“, დედ ჰასანის, მკვლელობაში როვშანის ხელი არ ურევია. „როვშანს არავითარი კავშირი არ აქვს ასლან უსოიანის სიკვდილთან და ეს კარგად იციან პატივცემულმა ადამიანებმა“, – განაცხადა ემილ ჯანიევმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი პოლიციის შეთხზულია, რომელსაც თავისი გარკვეული მიზნები აქვს და განგებ ძაბავს ვითარებას. „მათვე გამოიგონეს როვშანის ნაცნობი რუფატ ნასიბოვის (რუფო განჯანსკი) მკვლელობაც, რომელიც თითქოსდა მისივე სახლთან ჩაცხრილეს, გვამი მანქანის საბარგულში ჩადეს და სადღაც წაიღეს. იგი ცოცხალი და საღ-სალამათია“, – აცხადებს „კანონიერი ქურდის“ ძმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, სტამბულში თავდასხმის შედეგად მოკლეს „კანონიერი ქურდი“ როვშან ჯანიევი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ დედ ჰასანის მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად.