ოქრუაშვილს შესაძლოა, ბოლო ბრალდებაც მოუხსნან
საქართველო, 7 თებერვალი,
საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრსა და შს ყოფილ მინისტრ
ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის სასამართლო სხდომა დღეს, 14 საათზეა, დანიშნული, შესაძლოა, ბოლო ბრალდებაც – სამსახურებრივი გულგრილობა, მოეხსნას. ყოფილ მინისტრს 63 მლნ ფუჭი ვაზნის შეძენას ედავებიან. ადვოკატების თქმით, მათი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ეპიზოდში ედებოდა, რომელთაგან სამი პროკურატურამ უკვე მოუხსნა.