უცხოეთი
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საქმეში როუზ გეტემიულერი თებერვლის შუა რიცხვებში მოსკოვს ეწვევა, სადაც განიხილავენ ნანა-ლუგარის პროგრამის შემცვლელ ახალ დოკუმენტს ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. თუმცა, ამასთან, მან ახალ დოკუმენტს შეთანხმება არ უწოდა.