უცხოეთი
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. პაკისტანის ხელისუფლება ქალაქ აბოტაბადში, სადაც 2011 წლის მაისში უსამა ბენ ლადენი იქნა ლიკვიდირებული, გასართობი პარკის გაშენებას აპირებს. პარკი მდინარის პირას 20 ჰა მიწის ფართობს დაიკავებს. „გასართობი ქალაქის“ ტერიტორიაზე გაიხსნება ზოოპარკი, სპორტული დარბაზები, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი, რესტორნების ქუჩა, პარაპლანერიზმის კლუბი, იმუშავებს ხელოვნური ჩანჩქერები. პარკის გაშენების სამუშაოები თებერვლის ბოლოს დაიწყება და დაახლოებით 8 წელიწადს გაგრძელდება.