სამართალი
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომლის თქმითაც, მელნიკოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს. ველიჯანაშვილის განცხადებით, ოლეგ მელნიკოვმა შესაბამის დოკუმენტზე ხელისმოწერით ოფიციალურად დაადასტურა ექსტრადიციაზე თანხმობა.