აქტუალური
ივანიშვილი: „ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს“

1-biZinaa-aqtuaa3საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 5 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას დუბაიში ვიზიტის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იყო „პატარა შეცდომა“.

„დუბაიში მართლაც იყო პატარა გაუგებრობა და ის დავივიწყოთ. რაც შეეხება მის მოგზაურობას დიდ ბრიტანეთში, მე მოვთხოვ ირაკლის, გამოაქვეყნოს ვის შეხვდა და როდის, რომ ეს კითხვები მოიხსნას“, – აღნიშნა ივანიშვილმა და ამასთან,  განმარტა, რომ სხვის პირად ცხოვრებაში არ ერევა.

„ჯერ ახალგაზრდაა ირაკლი, პატარა რაღაც შეეშალა. ეს პირადული საკითხია და პირადულში არ შევდივარ. სხვათა შორის, ასეთი პრეცედენტი მოხდა არჩევნების დროს – ვიღაცას გუნდიდან რაღაც ფილმები გადაუღეს და გაწბილებულები იყვნენ, როგორ დავენახვოთო. მე დავაწყნარე, ეს ჩემი საქმე არაა, თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკე-თქო. მე პირადულში არ შევდივარ ზედმეტად, თუმცა, ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი ჩემი ახლობელი ღალატობს მეუღლეს. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გუშინდელ შეხვედრაზე.