აქტუალური
საჯარო სამსახურში ყოფნის ან მიღების ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრება

1-sajaro-aqtuaa2საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა მოამზადა, შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შტატგარეშე მოსამსახურეების გარდა, საჯარო სამსახურში ყოფნის ან მიღების ასაკობრივი ცენზი 65 წლით განისაზღვრება, ხოლო მოსამსახურე პენსიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გავა.

როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, ცვლილებების მომზადების მიზეზი ისაა, რომ კანონის 50-ე მუხლი არ იძლევა საჯარო სამსახურში შტატგარეშედ 65 წლის ასაკიდან გამოცდილი და კვალიფიციური კადრების მიღების შესაძლებლობას.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ავტორი დავით ონოფრიშვილი საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.