საზოგადოება
შს მინისტრი სკანდალური ვიდეომასალების შესახებ

1-RaribaS-sazogadoo3საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალაა აღმოჩენილი. ამის შესახებ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთრში გადაცემა „პოზიციაში“ შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მან თავისი საუბრების მთელი წლის აუდიოჩანაწერებიც აღმოაჩინა. უწყება არ აპირებს ამ კადრების გამოქვეყნებას, თუმცა, მინისტრის ინფორმაციით, კონკრეტული პირები დაიკითხებიან. შინაგან საქმეთა მინისტრმა ე.წ. პოლიტიკურ შპიონაჟზეც ისაუბრა. ძალოვანი უწყება არ აპირებს ამ მიმართულებით გამოძიების დაწყებას. შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაცემაში სხვა ვიდეომასალაზეც ისაუბრა. უწყებაში აქვთ კადრები, რომელებზეც ასახულია, როგორ ყრიან შეგნებულად უცნობი პირები სხვადასხვა სადარბაზოსთან ახალ შპრიცებს. ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ღარიბაშვილის განმარტებით, წინა ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებდა და შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს განცხადებები ნარკოტიკების ფასების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში არცერთი „კანონიერი ქურდი“ციხის გარეთ არ იმყოფება.