საზოგადოება
მემორანდუმი სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის სფეროში

1-memorand-sazogadoe2საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სოზარ სუბარის განცხადებით, მხარეებს შორის გრძელვადიანი შეთანხმების პირობებში ტუბერკულოზითა და აივ ინფექციით  დაავადებულ პატიმრებს უმკურნალებენ.

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში სახელმწიფო არა თუ არ ზრუნავდა ამ დაავადებათა მკურნალობაზე, არამედ მეტიც, არაფერს აკეთებდა, რომ დაავადების საფრთხე შემცირებულიყო. ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როცა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები ჯანმრთელებთან ერთად იხდიდნენ სასჯელს, რაც ამ დაავადების გავრცელების საფრთხეს აათმაგებდა და ასეთი არასწორი პოლიტიკის გამო ჯანმრთელი ადამიანი ავადდებოდა“.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე პენიტენციარულ სისტემაში 550-მდე ტუბერკულოზით და 57 აივ ინფიცირებული პატიმარია, თუმცა, სრულად ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი ყველა დაავადებული. იგი სამომავლო ამოცანად პატიმართა სრულ დიაგნოსტირებას მიიჩნევს.

მინისტრის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოხდება დაავადებული პატიმრების იზოლაცია, მედპერსონალის გადამზადება და  დაავადებული პატიმრების გრძელვადიანი  მკურნალობა. როგორც სუბარმა აღნიშნა, მსჯავრდებულებს მკურნალობას საპატიმროების დატოვების შემდეგაც  გაუგრძელებენ.