პოლიტიკა
ერიკ რუბინი: „საქართველოსა და რუსეთის ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოება დადებითი პროცესია“

1-rubini-politika3საქართველო, 6 თბერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინის მიერ ვაშინგტონში „ამერიქან უნივერსითიში“ გაკეთებული განცხადების თანახმად, საქართველოსა და რუსეთის ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოება დადებითი პროცესია.

„ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოშია. მას ისტორიულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა დიდ მეზობელთან, რასაც ჩვენ მივესალმებით, თუმცა, ეს ამჟამად იოლი მისაღწევი არ არის. გვჯერა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოება დადებითი პროცესია. უკვე დავინახეთ რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი. იმედი გვაქვს, მიმდინარე წელს შვეიცარიის შუამავლობით შეთანხმება მიიღწევა. გვესმის, რომ საქართველოს აქვს მწვავე პრობლემები, მათ შორის – ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სხვა ქვეყნებსაც კარგად ესმით გაეროს პრინციპები საზღვრების ცნობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ, რომ საქართველოს ჰქონდეს საშუალება, ევროინტეგრაციის გზაზე იაროს“, – აღნიშნა რუბინმა და ამასთან, დასძინა, რომ ამერიკა ვერ ხედავს იმის მიზეზს, რომ საქართველომ ნატოსკენ სვლა შეწყვიტოს.

„მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ჩვენ ვერ ვხედავთ, რატომ არ უნდა მიაღწიოს საქართველომ პროგრესს ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.