უცხოეთი
იგორ ივანოვი: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრობლემების მოგვარება შესაძლებელია“

1-Russia_Georgia-ucxსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი იგორ ივანოვი საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ივანოვის თქმით, თედო ჯაფარიძე მისი დიდი ხნის მეგობარია და მასთან შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მოხდა.

„სურვილის შემთხვევაში, ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებაც კი შესაძლებელია“, – განაცხადა ივანოვმა.

ჯაფარიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა დარეგულირების პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება.